ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისგან მოელიან შეფასებას. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ ახალი როლის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს; ასევე, შეიძლება გაუჭირდეთ მასწავლებლებს მოსწავლეებთან ამ პასუხისმგებლობის გაზიარება.როცა შეფასების პროცესში მოსწავლეები ამ დონეზე არიან ჩართული, მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ, სწავლის უნარის მქონე მოსწავლეებად მიიჩნევენ. ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგეხმარებათ მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.
No comments:
Post a Comment