Sunday, November 11, 2018

კურსის რეფლექსია

13 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი.
კურსი იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ბოლო სამუშაო დღეს დავამუშავე პორტფოლიოს საბოლოო დეტალები და გავაკეთე პრეზენტაცია, რის შემდეგაც მივიღე რეკომენდაციები შემდგომი სამუშაო პროცესისათვის.
ამ სასწავლო კურსის შემდეგ უკეთ ვხვდები რამდენად საჭიროა დაიგეგმოს სასწავლო პროექტი ამ ფორმატის მიხედვით, რითაც გაიზრდება მოსწავლეების დაინტერესება და აქტიურობის დონე.
ტრენერის უდიდესი შრომის შედეგია ის ფაქტი, რომ შევძელით ამ კურსის წარმატებით დასრულება. გავითავისე სასწავლო პროექტზე მუშაობის სპეციფიკურობა და აუცილებლობა.
ყველა ის რესურსი, რომელიც Intel Education Viewer-ში არის ჩვენ გავიარეთ ამ კურსის ფარგლებში დაწვრილებით. ეს იყო ცხრა შრომატევადი დღე, სწავლა/სწავლების პროეცესი გამოირჩეოდა აქტიური, შემოქმედებითი მიდგომებით. 

Saturday, November 10, 2018

მერვე დღე

 განვიხილეთ, როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.  შევქმნით დოკუმენტს, პრეზენტაციას ან ვებრესურსს. ასევე, დაგეგმავთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურებს და შევქმნი მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღე

ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისგან მოელიან შეფასებას. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამ ახალი როლის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს; ასევე, შეიძლება გაუჭირდეთ მასწავლებლებს მოსწავლეებთან ამ პასუხისმგებლობის გაზიარება.როცა შეფასების პროცესში მოსწავლეები ამ დონეზე არიან ჩართული, მათ უვითარდებათ სწავლის პროცესის კონტროლის უნარის შეგრძნება და თავს წარმატებულ, სწავლის უნარის მქონე მოსწავლეებად მიიჩნევენ. ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგეხმარებათ მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღე

დავფიქრდი, თუ როგორ გამოვიყენებ  თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დაგეგმავთ და შექმნით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის,კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილ სასწავლო ნიმუშებს შევაფასე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას მომდევნო მოდულის „დაფიქრდი, გაუზიარე“ აქტივობისთვის.

Saturday, October 27, 2018

მეხუთე დღე

ჩემი მიზანია , განვსაზღვრო, როგორ მოვახერხებ თქვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.  გავეცანი ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე, განვიხილე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დაგეგმავთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობებს ჩემი თემის ფარგლებში.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღე

მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შეადგენთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზს და განსაზღვრავთ შეფასების ფორმებს, შექმნით შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შეაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დაფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

Saturday, October 20, 2018

მესამე დღე

პირველ რიგში, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყოფ მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შეუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღლი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს

Sunday, October 14, 2018

მეორე დღე

მოსწავლეები, მშობლები, საზოგადოების წევრები სწავლების ტრადიციულ მეთოდებს, ლექციას, ფაქტების დამახსოვრებას და ტესტირებას არიან მიჩვეული და, შესაბამისად, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება მათზე, ვინც წარმატებებს აღწევს მასწავლებელზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.
ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. სტატიის გამოცემისთვის შეგიძლიათ ერთი რომელიმე ფორმატი შეარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია. 
შექმნილი პუბლიკაციების შაბლონები მოსწავლეს გაუადვილებს  იოლად გადმოსცეს სათქმელი.

Saturday, October 13, 2018

პირველი დღე

პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.